aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: კლიმატის შეცვლა დედამიწელებს შოკოლადის გარეშე დატოვებს World News  World News 
2050 წლისთვის შოკოლადი შეიძლება გახდეს დელიკატესი კლიმატის კლიმატის კატასტროფული შეცვლის გამო, ნათქვამია ტროპიკული სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ცენტრის მოხსენებაში. ექსპერტთა აზრით, 40 წელიწადში საშუალო ტემპერატურა აფრიკის დასავლეთში გაიზრდება 2.3 გრადუსით ცელსიუსით, რაც განისა და კოტ-დ’ივუარის კლიმატს კაკაო-პარკების გამოყვანისათვის უვარგისად გახდის.



შოკოლადის გლობალური ინდუსტრია, რომლის მოცულობებიც 9 მლრდ დოლარად ფასდება, კაკაოს თითქმის ნახევარს ამ სახელმწიფოთა ფერმებიდან იღებს.

როგორც გამოკვლევის ავტორები აღნიშნავენ, აფრიკის დასავლეთში კაკაო-პარკები ნაღდი ფულის ეკვივალენტია. „მრავალი ფერმერი კაკაოს იყენებს როგორც ბანკომატებს“, - ნათქვამია ანგარიშში. ისინი მარცვლებს ტომარებში აგროვებენ და მათ სამედიცინო მომსახურებებზე ცვლიან ან სასკოლო მოსაკრებლებს იხდიან. გარდა იმისა, რომ განასა და კოტ-დ’ივუარში გამოყვანილი კაკაოს მოცულობები შოკოლადის მთელი ინდუსტრიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს, კაკაო „დასავლეთ აფრიკის მაცხოვრებელთა ნორმალური ცხოვრების“ ფუნდამენტური საფუძველია.


ექსპერტთა აზრით, ფერმერები კლიმატური ცვლილებების ზემოქმედების შეგრძნებას უკვე 2030 წელს დაიწყებენ.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კაკაო „უჩვეულოდ მყიფე და სხვადასხვა დაავადებებისადმი დაქვემდებარებულ“ ხეებზე იზრდება. პარაზიტები და დაავადებები ყოველწლიურად ამცირებს კაკაო-პარკების მოსავალს დაახლოებით 30%-ით. ასე, იმ ქვეყნებს რიცხვს, რომლებიც მსოფლიო ბაზრებზე კაკაოს მთავარი ექსპორტიორები იყვნენ, სულ ცოტახნის წინ მიეკუთვნებოდა ბრაზილია, თუმცა სახელმწიფომ დაკარგა თავისი პოზიციები საშიში ვირუსის გაჩენის გამო, რომელმაც პლანტაციები დაავადა.


უფრო ადრე შოკოლადის პროდუქციის უმსხვილესი მწარმოებელი Barry Callebaut (შოკოლადის მიმწოდებელი Nestle-სთვისადა Hershey-სთვის) გამოთქვამდა შიშებს, რომ შოკოლადის დეფიციტმა და კაკაოს ფასების ზრდამ შეიძლება პროდუქტის მოხმარების შემცირების პროვოცირება მოახდინოს.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3587.html
Posted by Drakula | 06 Oct 2011, 20:29 | News »
 

"ეს საინტერესოა: კლიმატის შეცვლა დედამიწელებს შოკოლადის გარეშე დატოვებს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian