aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ქართველმა მწარმოებლებმა რუსულ ბაზარს „არა“ უთხრეს Business & Economics  Business & Economics 
ღვინის ქართველი მწარმოებლები რუსულ ბაზარზე პროდუქციის გაყიდვებზე უარს ამბობენ და პრიორიტეტულ მიმართულებებად ასახელებენ საერთაშორისო ბაზრებს, მათ შორის ევროპულ ბაზარს. ამის შესახებ განაცხადა „თელიანი ველის“ დირექტორმა შოთა ხობელიამ. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანიის მენეჯმენტი რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების წარმოებას არ გეგმავს, ვინაიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში კომპანიას სხვა პრიორიტეტები გაუჩნდა.



ასეთივე განცხადებას აკეთებს „თელავის ღვინის მარნის“ დირექტორი ზურაბ რამაზაშვილი. მისი თქმით, „როსპოტრებნადზორის“ ნებისმიერი განცხადება რუსულ ბაზარზე ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების დაბრუნების შესახებ პოლიტიკური თამაშია. როგორც რამაზაშვილი აღნიშნავს, 2006 წელს ქართულ ღვინოებსა და მინერალურ წყლებზე შემოღებული ემბარგოს შემდეგ რუსულ მხარეს არა ერთხელ გაუკეთებია განცხადება მისი მოხსნის შესახებ, თუმცა, ქართულ მხარეს, მათ შორის ღვინის ასოციაციას, „როსპოტრებნადზორთან“ მოლაპარაკებები არასდროს უწარმოებია.


მინერალური წყლის - „ბორჯომის“ მწარმოებელ კომპანია IDS Borjomi International-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები აზრს მოკლებულია და ისინი მხოლოდ რუსეთის ნებართვას ელიან. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე მათ ინფორმაცია რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების შესახებ არა აქვთ.


შეგახსენებთ, რომ „როსპოტრებნადზორის“ უფროსი სისტემატიურად მოუწოდებს ქართულ ბიზნესს, დაიწყოს მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან რუსულ ბაზარზე დაბრუნების თაობაზე. განცხადებათა არსი იმაშია, რომ „როსპოტრებნადზორი“ მზადაა, გააუქმოს ემბარგო, მაგრამ ამისათვის ქართულმა კომპანიებმა თავიანთი დანაშაული უნდა აღიარონ. ამავდროულად, თავის განცხადებებში უწყების უფროსს გენადი ონიშენკოს არა ერთხელ მიუყენებია შეუარაცხყოფა საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3585.html
Posted by Drakula | 06 Oct 2011, 20:27 | News »
 

"ეკონომიკა: ქართველმა მწარმოებლებმა რუსულ ბაზარს „არა“ უთხრეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 15 November 2024
  • English Georgian