ეკონომიკა: საქართველოში მეორე კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 203 მლნ აშშ დოლარს შეადგენს | Business & Economics | ||
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში მეორე კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 203 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. „საქსტატის“ ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 17%-ით აღემატება პირველი კვარტლის მაჩვენებელს. ამას გარდა, 2011 წლის I-IIკვარტლების წინასწარი ჯამობრივი მაჩვენებლები 0.6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებლებს და 377.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორია კვიპროსი, რომელმაც 2011 წლის I-IIკვარტლების განმავლობაში ქვეყანაში 57.3 მლნ აშშ დოლარი დააბანდა. განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით მეორე ადგილზეა ნიდერლანდები 44.8 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე პოზიციაზეა თურქეთი, რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, 35.9 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3569.html
| |||
Posted by Drakula | 05 Oct 2011, 18:48 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.