aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: კუკავა: „სარკოზი ქართველი ხალხის პროტესტზე თვალებს არ დახუჭავს“ Georgian News  Georgian News 
პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი საქართველო“ სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს მხარს უჭერს და აცხადებს, რომ 7 ოქტომბერს სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაგეგმილ აქციას რიგითი მოქალაქეების სახით შემოუერთდება. როგორც გუშინ, 4 ოქტომბერს, პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, მსოფლიოში არ უნდა არსებობდეს ორმაგი სტანდარტები - რათა ლიბიაში დემოკრატიას უჭერდნენ მხარს, ხოლო საქართველოში - ავტორიტარიზმს.



მისი თქმით, ბუშისა და ბაიდენის ვიზიტებისაგან განსხვავებით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც საქართველოში ნამდვილად დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის. მისი ვიზიტი უნიკალური შანსია, რომელიც ოპოზიციამ და საზოგადოებამ ადეკვატურად უნდა გამოიყენონ.


„თუ ლიბიის კადაფი მსოფლიო საზოგადოების მხრიდან სანქციების საგანი გახდა, საქართველოს კადაფი არ შეიძლება იყოს სხვა ურთიერთობის საგანი. საფრანგეთი მსოფლიო დემოკრატიის ბურჯია, რომელიც სხვა ზოგიერთი სახელმწიფოსაგან განსხვავებით ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას არ ატარებს და დარწმუნებული ვარ, თუ ქართველი ხალხი ფრანგ ხელისუფლებებს თავის მკაფიო და ნათლად გამოხატულ მიზანს უჩვენებს, ფრანგი ხელისუფლებები სათანადო რეაგირებას მოახდენენ“, - განაცხადა კუკავამ და დაამატა, რომ პრეზიდენტი სარკოზი ნამდვილად არ არის ის ადამიანი, რომელიც ქართველი ხალხის პროტესტზე თვალებს დახუჭავს, ე. წ. მეგობრული ქვეყნების სხვა ლიდერებისაგან განსხვავებით.


კუკავას თქმით, რამდენადაც ეს სამოქალაქო საზოგადოების პროტესტია, პარტია საორგანიზაციო საკითხებში არ ჩაერევა, მაგრამ პარტიის წარმომადგენლები ამ კრებაზე აუცილებლად მოვლენ.


შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტის ჩამოსვლასა და თავისუფლების მოედანზე მის გამოსვლასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოება გეგმავს აქციის ჩატარებას მოწოდებით „გავხადოთ 7 ოქტომბერი საყოველთაო პროტესტის დღედ!“. აქციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით ვრცელდება.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3568.html
Posted by Drakula | 05 Oct 2011, 18:47 | News »
 

"პოლიტიკა: კუკავა: „სარკოზი ქართველი ხალხის პროტესტზე თვალებს არ დახუჭავს“" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian