ეს საინტერესოა: სიყვარული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაავადებათა რეესტრში შეიტანეს | World News | ||
F63.9 - ამ ნომრით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სიყვარული დაავადებათა რეესტრში შეიყვანა. ამიერიდან ავადმყოფობის საერთაშორისო შიფრია F 63.9. სიყვარული მიაკუთვნეს ფსიქიკურ გადახრებს, პუნქტს „ჩვევათა და მიდრეკილებების აშლილობა“, ალკოჰოლიზმის, თამაშომანიის, ტოქსიკომანიის, კლეპტომანიის შემდეგ. სხვაგვარად პუნქტ F 63.9-ს ეწოდება „ჩვევათა და მიდრეკილებების აშლილობა დაუზუსტებელი“. საერთო სიმპტომები: - აკვიატებული აზრები სხვაზე; - ხასიათის მკვეთრი ცვლილებები; - საკუთარი ღირსების ამაღლებული გრძნობა; - სიბრალული საკუთარი თავის მიმართ; - უძილობა, წყვეტილი ძილი; - დაუფიქრებელი, იმპულსური ქცევა; - არტერიალური წნევის ცვლილებები; - თავის ტკივილები; - ალერგიული რეაქციები; - აკვიატებული იდეის სინდრომი. რიგი მეცნიერების აზრით, სიყვარულის შედარება შეიძლება ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას. მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მკვლევარები, კერძოდ ჰეორხინა მონტემაიორ ფლორესი, რომლებიც ამ თვალსაზრისს იზიარებენ, საერთოდაც მიიჩნევენ, რომ სიყვარული 4-ზე მეტი წლის განმავლობაში ვერ გაგრძელდება და ამას ფიზიოლოგიური მიზეზებით ხსნიან, იტყობინება УНИАН. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3564.html
| |||
Posted by Drakula | 04 Oct 2011, 21:03 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 5 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.