ეკონომიკა: საქართველოში იცვლება კომერციული და საბანკო საიდუმლოებათა გაცემის მიდგომა | Business & Economics | ||
საქართველოში იცვლება კომერციული და საბანკო საიდუმლოებათა გაცემის მიდგომა. სათანადო ცვლილება შედის სისხლის სამართლისკოდექსში და მას ემატება ახალი განმარტება. კერძოდ დასჯადი ხდება გამოქვეყნება და გამოყენება ,,ინსაიდერული" ინფორმაციის. კანონის მოქმედი რედაქციის თანხმად, კომერციული და საბანკო საიდუმლო ინფორმაციის არაკანონიერი შეგროვება, იმის არაკანონიერი გამოქვეყნების ან გამოყენების მიზნით ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე, ხოლო აღნშნული ინფორმაციის გამოყენება პირადი სარგებლის მისაღებად ან სხვა პირადი მოტივით, რამაცშეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 ან 4 წლამდე. შეტანილი ცვლილების თანახმად კი საიდუმლო კომერციული ან საბანკო ინფორმაციის შეგროვება, მისი გამოყენებისა და გადაცემის მიზნით დასჯადი იქნება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე. ასევე სისხლის სამართლის კოდექსში შედის სხვა ცვლილებებიც: პროკურატურას საბანკო ანგარიშების მონიტორინგის უფლება ეძლევა. კანოპნპროექტის თანახმად თუ არსებობს დოკუმენტირებული ვარაუდი, რომ პირი სჩადის დანაშაულს საბანკო ანგარიშის გამოყენებით, პროკურორს უფლება ექნება მიმართოს სასამართლოს აღნიშნული ანგარიშის მონიტორინგის უფლების მისაღებად. თავის მხრივ ბანკი ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია. აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი და ავტორია საქართველოს პარლამენტის დეპუტატი კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3561.html
| |||
Posted by consul | 04 Oct 2011, 20:57 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.