ეკონომიკა: იტალიის ეკონომიკის მინისტრი და ბიზნესმენთა დელეგაცია საქართველოს ეწვევიან | Georgian News | ||
9-10 ოქტომბერს საქართველოს ეწვევიან იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრი პაოლო რომანი და იტალიელ ბიზნესმენთა დელეგაცია. ამის შესახებ კავკას-პრესს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში შეატყობინეს. დელეგაციაში შემავალი ბიზნესმენები წარმოადგენენ კომპანიებს სოფლის მეურნეობის, ფინანსური, ენერგეტიკული, ტელეკომუნიკაციის, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროებიდან. მათი მიზანია ბიზნეს-პარტნიორების ძებნა საქართველოში და საქმიანი კავშირების დამყარება. 10 ოქტომბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „რედისონში“, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოში იტალიის საელჩის ორგანიზაციის ჩატარდება ქართულ-იტალიური ბიზნეს-ფორუმი და ორმხრივი შეხვედრები, რომლებზედაც ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ და მოლაპარაკებები ჩაატარონ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან. ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგ იტალიური კომპანიების წარმომადგენლები: ITALIAN GEORGIAN INDUSTRIES GROUP SPA, CLAUDIO DEBIASI, SALINI COSTRUTTORI SPA, TODINI COSTRUZIONI GENERALI SPA, ELFOR SRL, FRAMES NETWORK SRL, MOLINI PIZZUTI SRL,ITALIA IMPRESA SRL, EUREKOS srl, TECNOSHOPS SRL, CALANDRA FRANCESCO MARMI, RES-Ingenium S.r.l, EXEN SpA, GRUPPO LEITNER, VIVAI MARCHI di Marchi Ezio, Dado service di Cerrone Davide, OFFICINE TOSONI LINO S.P.A., EUROCOSTRUZIONI 2003 SRL, T.M.B. Italia srl, Consorzio Export-Inter Markets Associates, BPA SRL, ETS S.R.L., Broadcast Solutions s.r.l., TWB SISTEMA ITALIA S.P.A, Martino Parisi Srl, GIORGETTI S.P.A., CONFINDUSTRIA MONZA e BRIANZA, FARESIN BUILDING DIVISION SPA, IMPRESA, McKenzie, Law firm, PIGOZZI IMPIANTISTICA S.R.L, IN.CO. spa, BONATTI S.P.A. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3560.html
| |||
Posted by Drakula | 04 Oct 2011, 20:56 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.