aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: არეშიძე: კრემლში ე. წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რაღაც ხდება Georgian News  Georgian News 
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მარიონეტული რეჟიმის მიერ ქართულ-რუსული საზღვრის დაკეტვის ქმედებას აფასებს როგორც კომიკურს. როგორც არეშიძემ სააგენტო „პირველს“ განუცხადა, ეს გადაწყვეტილება კოკოითის ხელისუფლების ოპოზიციის წინააღმდეგ არის მიმართული.



„კოკოითის ხელისუფლება გრძნობს, რომ სერიოზული საფრთხის ქვეშ იმყოფება. მას ესმის, რომ ძამბოლატ თედეევის ფიგურა საკმაოდ სერიოზულია რუსი მებრძოლეების გარემოში. გუშინ ცხინვალში ასევე არ გაუშვეს „ერთიანი რუსეთის“ დაღესტნის ფილიალის ჰუმანიტარული ტვირთი. აუცილებელია აღინიშნოს, რომ აღნიშნული ფილიალი ძირითადად მებრძოლეებით არის დაკომპლექტებული. ცხინვალში მგზავრობასთან დაკავშირებით პრობლემები ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ არსენ ფაძაევსაც წარმოეშვა და იგი ასევე მებრძოლია. შესაბამისად, ეს აკრძალვა ორიენტირებულია იმ ადამიანებზე, როგორებიცაა ბარანკევიჩი, ჯუსოები, კელექსაევი, ანუ ოპოზიციისა და იმ მებრძოლთა წარმომადგენლებზე, რომლებიც ცხინვალში ოპოზიციის მხარდასაჭერად გამგზავრებას აპირებდნენ. რუსეთთან საზღვრის დაკეტვა განსაკუთრებით სასაცილოდ გამოიყურება დე-ფაქტო ხელისუფლებების განცხადებების ფონზე დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლის გამარტივების თაობაზე“, - განაცხადა არეშიძემ.


რაც შეეხება იმას, თუ როგორ აღიქვამს ამ გადაწყვეტილებას კრემლი ან რამდენად შეიძლება იყოს იგი შეთანხმებული მოსკოვთან, არეშიძე აღნიშნავს, რომ „კრემლის პოზიცია ჯერ დახურული არ არის“.


„ჩვენ არა გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, მხარს უჭერს თუ არა რომელიმე კრემლის ფრთა თედეევს. პირადად არ მგონია, რომ იგი ასე აქტიურია მოსკოვის მხარდაჭერის გარეშე, მაგრამ, მეორე მხრივ, კოკოითიც არაა „სახურავის“ გარეშე. როგორც ჩანს, ე. წ. სამხრეთ ოსეთის გარშემო კრემლში რაღაც ხდება, რაც ჩვენთვის ცნობილი არ არის. შესაბამისად, ოფიციალური მოსკოვის პოზიცია დახურული იქნება მანამ, სადაც ამ შიდა ბრძოლაში (თუ ასეთს მართლაც აქვს ადგილი) ვინმე არ გაიმარჯვებს“, - განაცხადა არეშიძემ.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3559.html
Posted by Drakula | 04 Oct 2011, 20:54 | News »
 

"პოლიტიკა: არეშიძე: კრემლში ე. წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რაღაც ხდება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian