ეკონომიკა: ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტებზე დამატებით 150მლნ ევროს გამოყოფს | World News | ||
ევროკავშირი გეგმავს 2014 წლამდე დამატებით 150 მლნ ევროს გამოყოფას ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროექტების რეალიზაციისათვის. ამის შესახებ განცხადება გააკეთა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ. მისი თქმით თავიდან იგეგმებოდა 2014 წლამდე პროგრამის ფარგლებში პროექტების რეალიზაციისათვის 2 მილიარდი ევროს გამოყოფა. 1,4 მლრ ევრო მიმართული იქნება პროგრამის წევრი ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისაკენ, 600 მლნ ევრო - ექვსი სახელმწიფოს მრავალმხრივი თანამშრომლობისათვის - ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრებისათვის. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით ევროკავშირი აგრეთვე გეგმავს ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის დაფინანსების გაზრდას ევროკავშირის 2014-2020წლების ბიუჯეტში. შეგახსენებთ, რომ 2008 წელს ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის ინიციატორებად გამოვიდნენ პოლონეთი და შვეცია. პროგრამაში ჩართულნი არის: აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და ბელარუსია. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3557.html
| |||
Posted by consul | 04 Oct 2011, 20:50 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.