პოლიტიკა: გერმანიის ელჩი: რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავალი მესამე ზედმეტია | ![]() | Georgian News | |
![]() „სამწუხაროდ, ამჟამად რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები ძალიან პერსონიფიცირებულია“, - უთხრა დიპლომატმა არხ „ПИК“-ს. ამავე დროს, ორთვინ ჰენიგის თქმით, თუ რუსეთი და საქართველო შესარიგებლად შუამავლობას მოისურვებენ, ამის გაკეთება ევროკავშირს შეუძლია. „მაგრამ ეს ჰიპოთეტიკური საკითხია“, - ხაზი გაუსვა მან, გადმოსცემს გაზეთი „ვზგლიადი“. ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და გერმანიას „საპარტნიორო ურთიერთობები“ აქვთ, რომლებიც „ევროპაში სტაბილურობისა და მშვიდობის გამყარებას“ ემსახურება. „საქართველოსთან ჩვენ არა იმდენად პოლიტიკური და რაციონალური ურთიერთობები გვაქვს, ისინი ემოციურ სფეროზე ბაზირდება“, - აღნიშნა მან. ორთვინ ჰენიგის თქმით, საქართველო შეიძლება გახდეს ნატოს წევრი, როდესაც ეს ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს. „რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაცია ხელს შეუწყობდა ამას“, - თქვა ელჩმა. ამასთან, ორთვინ ჰენიგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში ნატოს ოპერაციაში წვლილისთვის, სადაც თითქმის 1000 ქართველი ჯარისკაცი მსახურობს და ეს რიცხვი მალე გაიზრდება. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3543.html
| |||
Posted by Drakula | 04 Oct 2011, 20:34 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.