aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ჟან-კლოდ მინიონი: რუსეთმა რეზოლუციებით დადებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს Georgian News  Georgian News 
PACE-ს ახალი პრეზიდენტი ჟან-კლონ მინიონი სრულიად ეთანხმება იმ რეზოლუციებს, რომლებიც 2008 წლის შემდეგ საქართველო-რუსეთის ომის მიხედვით ორგანიზაციის მიერ იქნა მიღებული. „ვფიქრობ, რეზოლუციებით დადებული ვალდებულებები აუცილებლად უნდა შეასრულოს ევროპის საბჭოს ყველა წევრმა, მათ შორის რუსეთმაც. საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია და ეს ევროპის საბჭოს არა ერთხელ დაუფიქსირებია“, - განუცხადა მან ქართველ ჟურნალისტებს.



მინიონმა თავისი თანამდებობა 2012 წლის იანვარში დაიკავა და მასზე 2014 წლის ჩათვლით გასტანს. მან PACE-ში კენჭისყრაში გამარჯვება გუშინ, 3 ოქტომბერს, გვიან საღამოს შეძლო, როდესაც 82 ხმით დაამარცხა თავისი კონკურენტი, ესტონელი დეპუტატი ანდერს ხერხელი, რომელმაც 30 ხმა მიიღო.


ევროპის საბჭოში კენჭისყრამდე ევროპის სახალხო ფრაქციის წარმომადგენლებს დახურულ სხდომაზე მოუსმინეს, რომელშიც მონაწილეობდა ქართული დელეგაციის წევრიც, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი. მას შესაძლებლობა ჰქონდა, ორივე კანდიდატისთვის დაესვა შეკითხვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.


როგორც PACE-ს დეპუტატმა ქართული დელეგაციიდან დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, მას შესაძლებლობა ჰქონდა ეკითხა ბატონ მინიონისთვის, რას ფიქრობდა იგი ისეთ ტერმინზე, რომელსაც ეწოდება რუსული ოკუპაცია. „თავის დროზე, მას ჰქონდა შეკითხვები რეზოლუციებში აღნიშნული ტერმინის ფიქსაციასთან დაკავშირებით. დღეს მან განაცხადა, რომ თუ მას ჰქონდა შეკითხვები, მხოლოდ იმიტომ, რომ ტერმინი ფრანგულ ენაზე დაზუსტებას საჭიროებდა. მინიონმა განაცხადა, რომ ეს ოკუპაციაა“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.


საჭიროა აღინიშნოს, რომ PACEრუსეთისაგან 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების აუცილებელ შესრულებას მოითხოვს.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3540.html
Posted by Drakula | 04 Oct 2011, 20:31 | News »
 

"პოლიტიკა: ჟან-კლოდ მინიონი: რუსეთმა რეზოლუციებით დადებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 29 September 2024
  • English Georgian