ეს საინტერესოა: ბრიტანელთა მხოლოდ 5% მიიჩნევს საკუთარ თავს ბედნიერად | ![]() | World News | |
![]() გაირკვა, რომ დიდ ბრიტანეთში ცხოვრების ხარისხი უფრო ცუდია, ვიდრე პოლონეთშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უფრო სტაბილურია, ვიდრე ევროპის სხვა ზოგიერთ ქვეყანაში. ამგავარად, პოლონეთის, საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის მაცხოვრებლები ნაკლებ შემოსავალს იღებენ, მაგრამ მნიშვნელოვნად უფრო ბედნიერები არიან. ამავე დროს, ბრიტანეთში მაცხოვრებეთა მხოლოდ 5% მიიჩნევს საკუთარ თავს ბედნიერად, 10%-ს კი საერთოდაც ქვეყნიდან წასვლა სურს. მთავარი ფაქტორი, რომელმაც სიაში დიდი ბრიტანეთის ადგილი განსაზღვრა, გახდა დანაშაულებრიობის, ძალადობისა და ცხოვრების ღირებულების დონე. „გრძელი სამუშაო კვირა, ცოტა დასვენების დღე, მაღალი საპენსიო ასაკი - არც თუ ისე მიმზიდველი სურათია ბრიტანელებისათვის“, - ამტკიცებენ გამოკვლევის ავტორები. „ჩვენთან ყველაზე ძვირი საკვები და დიზელური საწვავის ფასია, ბენზინის ღირებულება საშუალოზე უფრო მაღალია, მზის საათები კი წელიწადში კი დანარჩენებზე უფრო ნაკლებია“, - ამატებენ ისინი. ბრიტანელთა 59%-მა ასევე განაცხადა, რომ ისინი საზოგადოების მდგომარეობით არიან შეშფოთებულნი, რომელიც, ზაფხულის დარბევებიდან გამომდინარე, არც თუ ისეთი კარგია. დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებელთა 49%-მა აღნიშნა, რომ მათთვის ნამდვილი ტვირთია ცხოვრების ღირებულება, ხოლო 47%-მა თქვა, რომ შეშფოთებული არის დანაშაულებრიობისა და ძალადობის ზრდადი დონით, იტყობინება Daily Mail. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3537.html
| |||
Posted by Drakula | 03 Oct 2011, 18:47 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.