ეკონომიკა: 2012 წლის საქართველოს ბიუჯეტი 7 მლრდ 623 მლნ ლარზეა გათვლილი | Business & Economics | ||
მთავრობამ საქართველოს პარლამენტს 2012 წლის ბიუჯეტი წარუდგინა. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. საბიუჯეტო-ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა განმარტა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი 7 მილიარდ 623 მილიონი ლარით იქნება შემოფარგლული, რაც დღევანდელ ბიუჯეტს 323 მილიონი ლარით აღემატება. მისივე თქმით, პრიორიტეტული კვლავინდებურად არის სოციალური მიმართულებები და სოფლის მეურნეობა. გარდა ამისა, მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ გაისად ეკონომიკური ზრდა პროგნოზირდება 5.5%-იანი მაჩვენებლით, ასევე პროგნოზირებენ ინფლაციის დაბალ მაჩვენებელს, თუმცა კონკრეტული ციფრი მელიქიშვილმა არ უხსენებია. მისივე თქმით, მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 26 მილიარდი დოლარი იქნება. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3536.html
| |||
Posted by Drakula | 03 Oct 2011, 18:47 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 22 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.