ეკონომიკა: თბილისის ბიუჯეტი 18 480 000 ლარით გაიზარდა | Business & Economics | ||
დედაქალაქის ბიუჯეტი 18 480 000 ლარით გაიზარდა. ამის შესახებ ცნობილი გახდა გუშინ, 30 სექტემბერს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე. ამ თანხიდან 6 მილიონ 480 ათასი ლარი საწარმოთა ქონების გადასახადის შედეგად მიღებული შემოსავლებია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერმა 12 მილიონი შეადგინა. შესაბამისად, იზრდება ხარჯები, რომლებიც 675 198 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული. ავარიული შენობების გასამაგრებელ სამუშაოებზე 24 მილიონი ლარია გამოყოფილი, სოციალურ პროგრამებზე - 10 მილიონი, კულტურულ პროგრამებზე - 50 ათასი, საგანგებო სიტუაციების სამსახურზე - 321 ათასი ლარი. ბიუჯეტში შესწორებები გუშინ, 30 სექტემბერს, მხარი არ დაუჭირა ოპოზიციური დეპუტატების ნაწილმა - თინა ხიდაშელმა და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებმა. როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, ბიუჯეტი არასწორადაა დაგეგმილი და შეტანილი არ არის პრიორიტეტები. შედეგად, თბილისის ბიუჯეტი იქნება 662 298 000 ლარი. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3517.html
| |||
Posted by Drakula | 01 Oct 2011, 20:16 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.