საზოგადოება: წელს, მსოფლიოს მასშტაბით 82 ჟურნალისტი იქნა მოკლული | World News | ||
წელს, მსოფლიოში, თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს 82 ჟურნალისტი დაიღუპა. ასეთი სტატისტიკა ვენის პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორმა ელისონ მაკენზიმ წარმოადგინა. ტაივანში გამართულ მედიაფორუმზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ პრესის წარმომადგენლებისათვის სამუშაოდ ყველაზე საშიში ადგილი მექსიკაა. მიმდინარე წლის განმავლობაში იქ 10 რეპორტიორი იქნა მოკლული, რომლებიც კრიმინალური ნარკოდაჯგუფებების მოქმედებებს იკვლევდა. ამასთან ერთად, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება გახდა ირანში 8 ჟურნალისტის გარდაცვლაების მიზეზი. მესამე ადგილზე პაკისტანია, სადაც სიცოცხლეს მედიის 6 თანამშრომელი გამოასალმეს. მაკენზის თქმით, ჟურნალისტებისთვის საშიშ ადგილად ითვლება ჩრდილოეთ აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი, ისეთი ქვეყნები როგორიცაა, ლიბია, ტუნისი და ეგვიპტე. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3499.html
| |||
Posted by consul | 26 Sep 2011, 19:18 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.