პოლიტიკა: საქართველოს სსს ტუვალუსთვის ფინანსური დახმარების გაწევის ფაქტს ადასტურებს | Georgian News | ||
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ტუვალუსთვის, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, ფინანსური დახმარების გაწევის ფაქტს ადასტურებს. როგორც დღეს ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე დავით ჯღალანიამ განაცხადა, "ამაში გასაკვირი და გასაკიცხი არაფერია." "თქვენ ალბათ გახსოვთ, როგორ დაეხმარა საქართველო იაპონიას და ეს საერთაშორისო ურთიერთობებში აღიარებული პრაქტიკაა. რაც შეხეება ტუვალუს, ჩვენ მას მედიკამენტებით დავეხმარეთ და ტუვალუმ ეს დახმარება მიიღო"-განაცხადა ჯღალანიამ. რაც შეეხება ტუვალუს მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას, ჯღალანიას თქმით, "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით მონიტორინგის რეჟიმშია, რადგან ამის შესახებ ინფრომაციას მხოლოდ რუსული და აფხაზური მედიისგან ფლობს, მაგრამ არა პირვენდელი წყაროდან." "ამ ჯუჯა სახელმწიფოს ასეთი მოქმედების ფსიქოლოგიური მოტივის დადგენა საკმაოდ რთულია. ჩვენი რეაქცია საბოლოო რეზულტატის შესაბამისი იქნება"-განაცხადა მან. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3498.html
| |||
Posted by consul | 26 Sep 2011, 19:17 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.