საზოგადოება: ნეპალში ტურისტების თვითმფრინავი ჩამოვარდა | World News | ||
პატარა თვითმფრინავი, რომელზეც 16 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა, ნეპალის მიმართულებით ფრენის დროს რადარების ეკრანიდან გაქრა, იუწყება სააგენტო Associated Press. Beechcraft-ის მარკის თვითფრინავი, რომელიც Buddha Air-ის ავიაკომპანიასეკუთვნის, დისპეჩერებთან კავშირშში ერთ საათზე მეტი არ გამოდიოდა. ადგილობრივი ტელეარხის ინფრომაციის თანახმად, თვითმფრინავი ჩამოვარდა, ამის შესახებ სააგენტო Reuters-ც იუწყება. სხვა დეტალები მომხდართან დაკავშირებით ცნობილი არ არის. უცხოელი ტურისტები თვითმფრინავის მეშვეობით რეგიონში ევერესტსა და სხვა მთებს ათვარილებდნენ და კატმანდაში ბრუნდებოდნენ, როდესაც კატასტროფა მოხდა. ავიაკომპანია Buddha Air-ის ვებ-გვერდის ინფორმაციის თანახმად, საექსკურსიო გაფრენები ევერესტის მიმართულებით ყოვედღიურად Beechcraft-1900-ის და ATR-42-ის მარკის თვითმფრინავების მეშვეობით ხორციელდება. კომპანია დღეში 11 რეისს ახორციელებს, მოგზაურობა დაახლოებით ერთი საათი გრძელდება. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3492.html
| |||
Posted by consul | 25 Sep 2011, 19:25 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.