საზოგადოება: ილია II: ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება ქვეყნის დანაწევრებას | Georgian News | ||
ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება საქართველოს დანაწევრებას, განაცხადა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, კვიპროსის მართმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსთან ქრიზასტომოსთან შეხვედრის დროს. "ჩვენი ქვეყნებისა და ეკლესიების ისტორია ძალიან რთულია. ჩვენ მწუხარებით ავღნიშნავთ იმ ფაქტს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიერ არის ოკუპირებული. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ერი არასოდეს შეეგულება საქართველოს გაყოფას,ისევე როგორც კვიპროსი არ შეეგუება თავის ქვეყნის დანაწევრებას."განაცხადა ილია მეორემ, როდესაც იგი კვირპროსის მართმალიდებლური ეკლესიის წარმოამდგენელს მისასალმებელი სიტყვით მიეგება. ამასთან ერთად საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა კვიპროსსა და მის ეკლესიას მშვიდობა და გაერთიანება უსურვა. იგი მიესალმა ქრიზოსტომას და მის საქართველოში ვიზიტს ისტორიული მოვლენა უწოდა. კვიპროსის მართმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი, არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომასი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3486.html
| |||
Posted by consul | 23 Sep 2011, 19:18 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.