პოლიტიკა: ნინო კალანდაძე: მსო-ში რუსეთის გაწევრიანება მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული | Georgian News | ||
მსო-ში რუსეთის გაწევრიანება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა იგი ამ საკითხთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე, აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის მოადგილემ ნინო კალანდაძემ, იტყობინება “GHN“. „რუსეთის გაწევრიანება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა იგი მოლაპარაკებებზე, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოებს, და რამდენად კონსტრუქციული იქნება ისინი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორგანიზაციას შესაძლებლობა აქვს, რუსეთი ცივილიზებულ მოთამაშედ გახადოს“, - თქვა კალანდაძემ ტრადიციულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი მოთხოვნა უკავშირდება იმ ტვირთების გამჭვირვალობას, რომლებიც საქართველო-რუსეთის საზღვარს გადის. კალანდაძის თქმით, რუსეთისაგან განსხვავებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მონიტორინგის განხორციელების დეტალებზე არ საუბრობს, მაგრამ აღნიშნავს, რომ მას საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ახორციელებდეს. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3480.html
| |||
Posted by Drakula | 19 Sep 2011, 19:44 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.