პოლიტიკა: აშშ–ს კონგრესი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ რეზოლუციას მიიღებს | Georgian News | ||
საქართველო იმედოვნებს,რომ აშშ–ს კონგრესი საქართველოს ოკუპაციისა და მისი ტერიტოტიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ რეზოლუციას მიიღებს, ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ–ში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა გიორგი წერეთელმა განუცხადა. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში მან უკვე გამართა შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და აშშ–ს კონგრესში, სადაცა ამ თემატიკასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა. "აშშ–ს სენატმა ერთხელ უკვე მიიღო ასეთი რეზოლუცია, როდესაც მან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია აღიარა. ახლა ანალოგიური დოკუმენტი აშშ–ს კონგრესშიც მომზადდა"–აღნიშნა მან. წერეთელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკელი კონგრესმენები მხარს უჭერენ საქართველოს და ამ დოკუმენტის მისაღებად მზადყოფნას აცხადებენ. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, დოკუმენტში მოთავსებული იქნება პასტულატები, რომელიც ეკონომიკური მხარდაჭერის აუცილებელობისა და აშშ–სა და საქართველის შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გაძლიერებას შეეხება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3456.html
| |||
Posted by consul | 15 Sep 2011, 18:56 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.