ეკონომიკა: ფოთში აეროპორტის მშენებლობა დაიწყო | ![]() | Business & Economics | |
![]() „ფოთის პორტი საქართველოს მთელ შავი ზღვის სანაპიროს, ასევე მთიან სვანეთს მოემსახურება“, - თქვა მან და აღნიშნა, რომ ამგვარად აეროპორტი ტურისტების მთელი მსოფლიოდან მიიღებს და გადაანაწილებს მათ ანაკლიას, ზუგდიდსა და მესტიას შორის. მან ასევე ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს გურიის რეგიონში კურორტ ბახმაროს განვითარების „სერიოზული გეგმის“ შემუშავება დაავალა. აღნიშნული კურორტი ძალიან პოპულარული იყო საბჭოთა დროს. „ფოთის აეროპორტი მთელ რეგიონს გააერთიანებს. ეს იქნება აეროპორტი, რომელიც ნებისმიერ ამინდში იმუშავებს და რომელზეც ნებისმიერი თვითმფრინავი დაჯდება. ეს მუდმივად მოქმედი აეროპორტი იქნება, რომელიც შემოსავლებს მოგვიტანს და დასაქმების პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება“, - თქვა სააკაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა არაბულ კომპანია „რაკიას“, უწოდა რა მას აეროპორტის მშენებლობის კარგი ინვესტორი. „ჩვენ ამ კომპანიასთან ურთიერთობების კარგი დონე გვაქვს. ეს ინვესტორია, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის და ჩვენს ათასობით თანამოქალაქეს ეხმარება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი კმაყოფილები იყვნენ. ჩვენ მოვუწოდებთ სხვა ინვესტორებსაც საქართველოში ფულის აქტიური დაბანდებისაკენ“, - თქვა პრეზიდენტმა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3455.html
| |||
Posted by Drakula | 15 Sep 2011, 18:55 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.