ეკონომიკა: უცხოურ კომპანიებს საქართველოში დაუსრულებელ მშენებლობებში ფულის დაბანდება არ სურთ | Business & Economics | ||
უცხოური კომპანიებისათვის თბილისში დაუსრულებელ მშენებლობებში ფულის დაბანდება სარგებლიანი არ არის. ამის შესახებ რადიო „კომერსანტს“ უძრავი ქონების სააგენტო „გორო ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განუცხადა. აღნიშნულ სააგენტოსთან პარტნიორობით ებრაული კომპანიები დაუსრულებელ მშენებლობებში კაპიტალის ჩადებას გეგმავდნენ. სააგენტოს უფროსი არ უარყოფს, რომ პროცესი გაჭიანურდა. მიზეზად იგი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რომელთა შორის მერიის პროექტს „ძველი თბილისის ახალი ცხოვრების“ ახალი ეტაპია, რომლის საფუძველზეც კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაყიდონ ბინები 400 დოლარად ერთი კვადრატული მეტრისთვის და მათ ინტერესებში ახლა არ შედის უცხოელთა დაინტერესებულობა. შედარებით მცირე კომპანიები უფრო რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან და ინვესტორებს ისინი არ აინტერესებთ. ამ ფონზე ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთმა ებრაულმა კომპანიამ თვითომ დაიწყო ორი ობიექტის მშენებლობა. ერთი ბაგებში, ხოლო მეორე - დიდ დიღომში მდებარეობს. მათში 8 მილიონი დოლარის დაბანდება იგეგმება. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3454.html
| |||
Posted by Drakula | 15 Sep 2011, 18:55 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.