პოლიტიკა: ერყში ტერაქტების სერიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა | World News | ||
ერაყის ცენტრსა და დასავლეთში, 14 სექტემბერს ტერაქტების სერია განხორციელდა, რომელის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა. როგორც Agence France-Presse ადგოლობრივი ხელისუფლების ინფორმაციაზე დარყრდნობით იუწყება, დაღუპულთა შორის 5 პოლიციელი და ორი ჯარისკაცია. ამის გარდა, ქალაქ მედატიაში და ჰობანიაში მომხდარი აფეთქებების შედეგად 50-მა ადამიანმა ჭრილობები მიიღო, მათ შორის ქალებმა და ბავშვებმაც. პირველ შემთხვევაში მანქანა აფეთქდა, რომელიც ქალაქში პოპულარული რესტორნის წინ იყო პარკირებული, ხოლო მეორე შეთხვევაში კი ბომბი აფეთქდა, რომელიც ადგილობრივი სამხედრო ბაზისკენ მიმავალი ჯარისკაცების ტვირთზე იყო მიმაგრებული. ამავდროულად, ბაღდადგის რაიონ კახირაში მებრძოლებმა პოლიციის განყოფილებას შეუტიეს. სამართალდამცავი ორგანოს ორი თანამშრომელი დაჭრეს, ერთერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყველაფერი ეს კი იმ დროს მოხდა, როდესაც ერაყის ხელისუფლება იმაზე ფიქრობს, ამერიკელეს თხოვოს თუ არა 47 ათასიანი კონტიგენტიდან ნაწილი მაინც დატოვოს ქვეყანაში, რომლის გაყვანა წლის ბოლომდეა დაგეგმილი. ოფიციალური ბაღდადი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს საზღვრების უსაფრთხოებისდა სახმელეთო და საზღვაო ტერიტორიების ხელშეუხებლობას უზრუნვეყოფას. ირანის ხელისუფლების შეშფოთებას თურქეთის ხელისუფლების მიერ ერთი დღის წინ გამოცხადებული გეგმებიც ერთვის, რომელიც ჩრდილოეთ ირანში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესაძლებლობას შეეხებოდა. ოფიციალური ანკარა იქ ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებას გეგმავს, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს ახორციელებენ. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3452.html
| |||
Posted by consul | 14 Sep 2011, 20:58 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.