პოლიტიკა: ჰამასმა პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი განაცხადა | World News | ||
ჰამასის ოფიციალური წარმომადგენლის სალაჰ ბარდავილის განცხადების თანახმად, პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარება "წინააღმდეგობის მოძრაობისთვის რისკს მატარებელია". ბარდავილის თქმით, ამ ნაბიჯის ყველაზე ნეგატიური შედეგი ისრაელის უფლების აღიარებაა. ასევე, მან მწუხარება გამოთქვა გარკვეულ გარემოებებთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, აღიარების გეგმა " მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს", რომელსაც ჰამასი უარყოფითად ეკიდება. მოძრაობის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარების კამპანია "მაჰმუდ აბასის პირად ინიციატივა წარმოადგენს." მისი შეხედულებით, აღიარება, პალესტინის ოფიციალურ ხელისუფლებას ხალხის თვალში ლეგიტიმურობას დაუკრგავს. ჰამასის პროტესტის მიუხედავად, ავტონომიის მეთაურმა და მისმა თანამოაზრეებმა განაცხადეს, რომ გაეროს გენერალური ასამბლიის სექტებრის სესიაზე პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარების მიღწევას შეეცდებიან, რომელსაც ზუსტად განსაზღვრული საზღვრები ექნება. მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა მხარს უჭერს და მზადაა პალესტინის სუვერენული სახელმწიფოს სტატუსის აღიარებისათვის, თუმცა ამის კატეგორიული წინააღმდეგი ისრაელი და მისი მხარდამჭერი შეერთებული შტატებია. ვაშინგტონმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მზადაა რეზოლუციაზე ვეტოს დადებისთვის, რომელიც პალესტინის ავტონომიას სახელმწიფოს სტატუს მიანიჭებს. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3451.html
| |||
Posted by consul | 14 Sep 2011, 20:57 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.