კულტურა: ჯონ მალოკოვიჩი:ვხვდები, რომ საქართველოს ძალიან დიდი კულტურული მემკვიდრეობა აქვს | ![]() | Georgian News | |
![]() აღსანიშნავია, რომ დღეს, თბილისში ჯონ მალკოვიჩის სპეკტაკლში მონაწილეობით, რომლის სახელწოდებაა "ჯოჯოხეთური კომედია: სერბი მკვლელის აღსარება", მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება. "ჯოჯოხეთური კომედიის " შესახებ საუბრისას, მალკოვიჩმა აღნიშნა, რომ მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი სპექტაკლია, რომელიც ერთი მსახიობის, ორი სოპრანოსა და ორკესტრისგან შედგება. მისი თქმით, პიესის მოვლენები რეალური ისტორიაზეა დაფუძნებული და სერბი მკვლელის როლი მისთვის საკმაოდ საინტერესო სამუშაო აღმოჩნდა. ჯონ მალკოვიჩმა IPN–ის კითხვასაც უპასუხა, რომელიც კინომატოგრაფიაში მის მუშაობას შეეხება. ამერიკელმა მსახიობმა განაცხდა, რომ მას მაყურებლები ახალ ფილმებში იხილავს, განსაკუთრებით კი ხაზი გაუსვა ფილმს – "ახალგაზრდა სრულწლოვანს". მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გახსნა დღეს, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შედგება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3450.html
| |||
Posted by consul | 14 Sep 2011, 20:56 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.