პოლიტიკა: ჯონდი ბაღათურია: საქართველოს ხელისუფლებები მილიონებს ხარჯავენ „ღვინოზე, დუდუკსა და ქალებზე | Georgian News | ||
ოპოზიციური დეპუტატი ჯონდი ბაღათურია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებები მილიონებს ხარჯავენ „ღვინოზე, დუდუკსა და ქალებზე“, იუწყება “GHN“. „მთავრობის მიერ გაფანტული მილიარდების“ თემა ბაღათურიამ გუშინ, 13 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ასწია. მან აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო გახდა მოწმე იმისა, თუ „როგორ ატარებდა დროს მშიერი ხალხის მაძღარი მთავრობა“. „მილიარდები იხარჯება ღვინოზე, დუდუკსა და ქალებზე. მილიარდები იხარჯება დროს ტარებაზე, შადრევნებზე, ფეირვერკებზე“, - ხაზი გაუსვა ოპოზიციურმა დეპუტატმა, რომელსაც ძალიან აინტერესებს: „მაინც რას ზეიმობს მთავრობა?“ „რას ზეიმობს მთავრობა? ტრანსპორტის გაძვირებას? ტრანსპორტის ფასების გაზრდას? საკვები პროდუქტებისა და ბენზინის ფასების გაზრდას?“ - განაცხადა ბაღათურიამ, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას გაიხსენა ასლან აბაშიძე და ბადრი პატარკაციშვილი, „რომლებსაც მრავალი ადამიანი ჰყავდა გარშემო და რომლებიც შედეგად მარტოობაში დარჩნენ“. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3445.html
| |||
Posted by Drakula | 14 Sep 2011, 20:52 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.