პოლიტიკა: გიორგი თარგამაძე: საქართველოს მოსახლეობა არაადეკვატურ ხელისუფლებებთან უთანასწორო უთანასწორო ბრძოლაში იმყოფება | Georgian News | ||
საქართველოს მოსახლეობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ უთანასწორო ბრძოლაში იმყოფება, დარწმუნებულია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე, იუწყება “GHN“. „მოსახლეობა უთანასწორო ბრძოლაში იმყოფება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომლებიც სულ უფრო მეტ ფულს ხარჯავენ იმისათვის, რათა კომფორტულად იგრძნონ თავი და რომლებიც დღითიდღე არსებული სინამდვილის მიმართ სულ უფრო არაადეკვატურები ხდებიან“, - თქვა თარგამაძემ პარლამენტის სხდომაზე. მან მიუთითა, რომ მისი სიტყვების დადასტურებაა უმუშევრობის დონის გაზრდა და ის, რომ მოსახლეობა გადარჩენისთვის იბრძვის. „სოფლის მეურნეობის შემცირების სწრაფი ტემპი ხელისუფლებათა არაადეკვატურობის შედეგია. ქვეყანაში გაზრდილი გადასახადების ფონზე ზედმეტია მცირე ბიზნესის განვითარებაზე საუბარიც კი, ხალხი კი მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძვის... არაადეკვატურობის გამოვლინება ისაა, რომ ამ პირობებში ერთი მეორეზე ვხსნით საციგურაო მოედნებს, თუმცა ამ ფულით მთელ კახეთში შეიძლებოდა მეურნეობების აშენება“, - თქვა თარგამაძემ. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3442.html
| |||
Posted by Drakula | 13 Sep 2011, 19:53 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.