პოლიტიკა: გრიგოლ ვაშაძე: 2012 წელი საქართველოს დიპლომატიისთვის მძიმე იქნება | Georgian News | ||
მომავალი 2012 წელი ქართული დიპლომატიისთვის მძიმე იქნება, მიაჩნია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსს გრიგოლ ვაშაძეს, იტყობინება “GHN“. როგორც ვაშაძემ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსთან აუდრონიუს აშუბალისის ერთობლივ ბრიფინგზე თქვა, გუშინდელ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა 2012 წლის სირთულეებს მიაქცია ყურადღება. „გუშინდელ შეხვედრაზე, რომელიც ქართველ დიპლომატებსა და პრეზიდენტს შორის გაიმართა, პრეზიდენტმა ჩვენს მუშაობას შეფასება მისცა. იგი ჩვენი სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის მუშაობას დადებითად აფასებს, თუმცა მან 2012 წლის სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება, რომ შემდეგ წელს ჩვენი მუშაობა სხვა ხარისხიან დონეზე უნდა გადავიდეს, რადგან ეს ქართული დიპლომატიისთვის მძიმე წელი იქნება“, - თქვა ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ მეორე დღეა, რაც ტარდება ქართველი დიპლომატების შეხვედრა - ამბადასორიალი. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3441.html
| |||
Posted by Drakula | 13 Sep 2011, 19:52 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.