ეს საინტერესოა: ისრაელში მამაკაცი დედა გახდება | World News | ||
ისრაელის სამშობიარო სახლის - „ლისის“ თანამშრომლები შოკში ჩავარდნენ, როდესაც მათთან მიღებაზე მოვიდა 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი და ორსულობისა და მშობიარობის სპეციალისტთან შეხვედრის დანიშვნა მოითხოვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ახალგაზრდა ადამიანი წარსულში ქალი იყო, იტყობინება NEWSru Israel. ამასთან, ყველა ნიშნის მიხედვით მამაკაცმა სქესის შეცვლის ოპერაცია გაიარა, რაზეც მკაფიოდ გამოხატული წვერი მეტყველებდა. ამასთან, მას ჰქონდა ორსულთათვის დამახასიათებელი აშკარა მუცელი, წერს გაზეთი „ედიოტ აქრონოტი“. პაციენტის თქმით, მან მშობიარობა გადაწყვიტა და ფეხმძიმობის 24-ე კვირაშია. სამი წლის წინ მამაკაცმა სქესის შეცვლის ოპერაცია გაიარა (მას მოკვეთეს მკერდი და ჰორმონალური თერაპიის კურსი გამოუწერეს), ამჟამად კი იგი სხვა მამაკაცთან კანონიერ ქორწინებაში იმყოფება. დაორსულებისთვის პაციენტმა ჰორმონების მიღება შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, პაციენტი კლინიკის პერსონალს თხოვდა, რომ მისთვის მამრობით სქესში მიემართათ, ვინაიდან იგი საკუთარ თავს მაინც მამაკაცად მიიჩნევს. ამ მომენტისათვის ნაყოფი ნორმალურად ვითარდება. შეგახსენებთ: პირველმა მამაკაცმა, რომელიც დაორსულდა - ტრანსსექსუალმა ტომას ბიტიმ ორეგონიდან - 2008 წელს გოგონა გააჩინა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3438.html
| |||
Posted by Drakula | 13 Sep 2011, 19:50 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.