მეცნიერება-ტექნოლოგიები: Windows 8 ჩატვირთვას 8 წამში შეძლებს | World News | ||
ოპერაციული სისტემა Windows 8-ის ჩატვირთვა, რომლის გამოსვლაც 2012 წელს არის მოსალოდნელი, ნაკლებ დროს დაიკავებს, ვიდრე Windows 7-ის ჩატვირთვა. ამის შესახებ კორპორაცია Microsoft-მა განაცხადა Building Windows 8-ის ბლოგში, რომელიც ახალ ოპერაციულ სისტემას ეძღვნება. სადემონსტრაციო რგოლში, რომელიც Microsoft-მა გადაიღო, ნაჩვენებია Windows 8-ის ჩატვირთვა ნოუთბუქზე. ოპერაციული სისტემის გაშვება ხდება ე. წ. „ცივ რეჟიმში“ - კომპიუტერიდან გამოიღეს აკუმულატორი, შემდეგ უკან ჩასვეს და კვების ჩართვის ღილაკს დააჭირეს. ღილაკზე დაჭერიდან სისტემის სრულ ჩატვირთვამდე დაახლოებით რვა წამი გადის. Microsoft-მა ასევე შეადარა დრო, რომელიც Windows 7-ისა და Windows 8-ის ჩატვირთვას 30 კომპიუტერზე დასჭირდა. აღმოჩნდა, რომ ახალი სისტემა საშუალოდ 30-70 პროცენტით უფრო სწრაფად იტვირთება. ჩატვირთვის ზუსტი დრო კომპიუტერის მახასიათებლებზეა დამოკიდებული. დაჩქარების მიღწევა სისტემის ჩატვირთვის თავად პროცესის გადახედვის ხარჯზე გახდა შესაძლებელი. კომპიუტერის გათიშვისას სამომხმარებლო სესიები სრულდება, სისტემური სესია კი მყარ დისკზე ინახება (ჰიბერნაცია). როდესაც კომპიუტერი ხელმეორედ ირთვება, სისტემური სესია თავიდან არ იქმნება, არამედ დისკიდან იტვირთება, რაც დროის ეკონომიაა. ჰიბერნაციის რეჟიმი Windows 7-შიც არის გათვალისწინებული და უპირატესად ნოუთბუქებზე გამოიყენება. თუმცა ამ ოპერაციულ სისტემაში მყარ დისკზე არა მხოლოდ სისტემური, არამედ სამომხმარებლო სესიაც ინახება. ოპერაციული სისტემა Windows 8 მუშაობას შეძლებს როგორც კომპიუტერებსა და ნოუთბუქებზე x64/x86-იანი არქიტექტურით, ისე პლანშეტებზე ARM-ის არქიტექტურით. Microsoft-მა პირველად ოპერაციული სისტემის შესახებ ივნისის დასაწყისში კონფერენცია D Conference-ზე მოყვა. მოგვიანებით კომპანიამ Windows 8-ის შესახებ კიდევ რამდენიმე დეტალი გაამხილა, კერძოდ ის, რომ „გამტარი“ ახალ ოპერაციულ სისტემაში მიიღებს „ზოლისებრ“ ინტერფეისს, როგორც ეს არის საოფისე პაკეტებში Office 2007 და 2010. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3437.html
| |||
Posted by Drakula | 13 Sep 2011, 19:49 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.