პოლიტიკა: აჰმადინეჯადმა ამერიკელი სტუდენტები სადილზე მოიწვია | World News | ||
ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტები სადილზე მოიწვია, იუწყება გაზეთი Columbia Spectator. სადილზე მოწვეული იქნა კოლუმბიის უნივერსიტეტის ასოციაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს (CIRCA)–ს წევრები. ეს ორგანიზაცია გაეროს უნივერსიტეტის მოდელს წარმოადგენს. ღონისძიება 21 სექტემბრამდე უნდა ჩატარდეს,სანამ ნიუ–ორკში, გაეროს გენერალურ ანსამბლეაში დებატები დაიწყება. შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორი ლი ბოლინგერიც არის მიწვეული. იგი მაინც მოიწვიეს, მიუხედავად იმასა, რომ 2007 წელს ირანის ლიდერის უნივერსიტეტში სტუმრობისას რექტორმა მას " სასტიკი დიქტატორი" უწოდა. Fox News–ის მონაცემების თანახმად, საპასუხოდ პრეზიდენტმა რექტორი შეურაწყოფასა და სტუმრების მოპყრობის არ ცოდნაში დაადანაშაულა. მიუხედავად იმისა, რომ პირადად ბოლინგერს არ მოწონს აჰმადინეჯადას პოლიტიკა, 2007 წელს ირანის ლიდერი მაინც მოიწვია, რათა უნივერსიტეტში გამართული დეპატების დროს მისი და მაჰმუდის შეხედულებები დაეპირისპირებინა. ამის გამო რექტორი მკაცრად გააკრიტიკეს, რაც მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, რაც მაჰმუდ აჰმადინეჯადამ თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ ჰოლოკოსტი და აშშ–ს ხელისუფლება 11 სექტმებრის ტერაქტის მოწყობაში დაადანაშაულა. სტუდენტებს ჯერ კიდევ არ განუცხადებიათ საბოლოო პასუხი ირანის ლიდერის მოწვევაზე, მაგრამ CIRCA–ს ვიცე–პრეზიდენტის თქმით, აჰმადინეჯადის მოწვევას ენთუზიაზმით შეხვდნენ. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3434.html
| |||
Posted by consul | 13 Sep 2011, 19:47 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.