პოლიტიკა: კუდავა: სარკოზის ვიზიტის დროს ყურადღება საქართველოს დეოკუპაციაზე გაამახვილებენ | Georgian News | ||
უახლოეს მომავალში, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლაი სარკოზი კავკასიური ტურის ფარგლებში საქართველოს ესტუმრება , ამის შესახებ საქართველოს ელჩმა საფრანგეთში მამუკა კუდავამ განუცხადა ჟურნალისტებს. "ძნელი სათქმელია, რა თემები იქნება განხილული ვიზიტის ფარგლებში, მაგრამ ჩვენ ველით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების თაობაზე. საფრანგეთი მრავალი წლის განმავლობაში მხრას უჭერდა საქართველოს ამ მიმართულებით"–განაცხადა ელჩმა. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ აღნიშნა, რომ საქართველო სარკოზის ვიზიტისგან დადებით შედეგს ელის. მედიის ინფორმაციის თანახმად, სარკოზის კავკასიური ტურნე მოდევნო თვეს შედგება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3432.html
| |||
Posted by consul | 13 Sep 2011, 19:46 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.