aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: პარსონსი: საქართველოში მასმედიის მთავარი პრობლემა საზოგადოების პოლარიზაციაა Georgian News  Georgian News 
ქართული მედიის მთავარი პრობლემა საზოგადოების პოლარიზაციაა, რომელიც აისახება მედიაზე, განაცხადა რუსულენოვანი ტელეარხ „პირველი ინფორმაციული კავკასიურის“ (პიკის) გენდირექტორმა რობერტ პარსონსმა ჟურნალ „ტაბულასთან“ მიცემულ პინტერვიუში, რომელიც 12 სეტემბრის ნომერში გამოქვენდა. პარსონსის აზრით, ქართული მედია არის პრო ან ანტისამთავრობო.



„ყველა ხედავს, რაც ხდება „რუსთავი-2“-ზე, „მაესტროზე“ და „კავკასიაზე“. ამ არხებზე გადის ისეთი სიუჟეტები ერთი და იმავე თემაზე, რომ რთულია იმის მიხვედრა, რომ კორესპონდენტები ერთი და იმავე თემას აშუქებენ“, - თქვა პარსონსმა და აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა ქართველი ჟურნალისტებისა, რომელ არხზეც არ უნდა მუშაობდნენ ისინი, არის ის, რომ ისინი არხების სარედაქციო ხაზის ზეგავლენის ქვეშ არიან. „ის, რაც დღეს გაქვთ, სრული აბსურდია, ეს რეალური ინფორმაცია არ არის. ეს უბრალოდ საზოგადოების უწყვეტი გამოკვებაა ამა თუ იმ ტიპის პროპაგანდით“, - დაამატა პარსონსმა.


„პიკის“ გენდირექტორს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი კანონმდებლობის თვალსაზრისით, მედიის განვითარებისათვის კი მთავარია ის, რომ ხელისუფლება სარედაქციო გადაწყვეტილებებში არ ერეოდეს. პარსონსს მიაჩნია, რომ მოქმედი ქართული ტელეარხები „მედიის დინოზავრებს“ წარმოადგენს. „დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მალე გადაშენდება“, - განაცხადა მან და გამოთქვა იმედი, რომ მათ ადგილს ბევრად უფრო ობიექტური და პასუხისმგებელი მედია დაიკავებს.


რობერტ პარსონსი არხ „პიკის“ გენდირექტორის თანამდებობაზე არხის ეთერში გასვლის დღიდან (2011 წლის 25 იანვრიდან) მუშაობს. იგი ასევე არხ პიკის მმართველი კომპანია „ქეი-1“-ის აქციათა 60%-ის მფლობელია. პიკი საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე ტელეარხია.


ამ თანამდებობამდე რობერტ პარსონსი BBC-ის რუსული სამსახურის პროდიუსერი იყო, მუშაობდა არხ „France 24 TV“-ის საერთაშორისო ამბების რედაქტორად, ხელმძღვანელობდა „რადიო თავისუფლების“ ქართულ რედაქციას.


ჟურნალ „ტაბულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში პარსონსმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში საქართველოს დატოვებასა და „France 24 TV“-ზე მუშაობის გაგრძელებას აპირებს.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3431.html
Posted by Drakula | 13 Sep 2011, 19:38 | News »
 

"საზოგადოება: პარსონსი: საქართველოში მასმედიის მთავარი პრობლემა საზოგადოების პოლარიზაციაა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 December 2024
  • English Georgian