aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ალასანია: „ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებს ხელში ჩაიგდებენ ქვეყნები, რომლებიც მომავალში პრობლემებს შეგვიქმნის Georgian News  Georgian News 
პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის თქმით, ერთი თვის წინ პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ქართულ ხელისუფლებებსა და პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს მიმართა წერილობითი თხოვნით საქართველოს სტრატეგიული ობიექტების გაყიდვასთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხი ჯერაც არ ყოფილა. ამის შესახებ დავით ონოფრიშვილმა გუშინ, 12 სექტემბერს, თბილისის კანცელარიის წინ მოწყობილ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.



ონოფრიშვილის თქმით, ზუსტად ისივე, როგორც ირაკლი ალასანიას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აინტერესებს, რატომ აპირებენ ხელისუფლებები ქვეყნის ისეთი სტრატეგიული ობიექტების გაყიდვას, როგორებიცაა რკინიგზა, გაზსადენი და ელექტროსისტემა და რატომ ხდება მათი ნაწილების გატანა სხვადასხვა საერთაშორისო ბირჟებზე.


„ჩვენ მიერ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ საფონდო ბირჟების რეალური მდგომარეობა კრიზისულია, რის გამოც ნებისმიერ ობიექტს მცირე თანხად აფასებენ. დღეს საქართველოს სტრატეგიული ობიექტების თუნდაც მცირე ნაწილის გაყიდვის დრო არაა“.


„თავისუფალი დემოკრატები“ დარწმუნებულები არიან, რომ ადგილი ექნება სტრატეგიული ობიექტების ფარულ პრივატიზაციას, რის პრეცედენტსაც ქვეყანაში არა ერთხელ ჰქონია ადგილი.


„თავიდან ინვესტორი მცირე პაკეტს ჩაიგდებს ხელში. რაც ყველაზე მთავარია, არის საშიშროება იმისა, რომ ობიექტების ფლობაში მეზობელი ქვეყნების არიან დაინეტრესებულები. ინტერესებს ქვეყნისა ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც საქართველო იმყოფება, არ შეესაბამება ასეთი ობიექტების გაყიდვა, მითუმეტეს, არასწორ ფასად. საბოლოოდ ობიექტებს ხელში ჩაიგდებენ ის ქვეყნები, რომლებიც მომავალში პრობლემებს შეგვიქმნიან“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.


ალასანიას თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ ინვესტიციების წინააღმდეგი არაა, თუმცა ამ ეტაპზე, მცირე პაკეტის გაყიდვით, ხელისუფლებები მიზნად ისახავენ განსაზღვრული სახსრების მოზიდვას როგორც ბიუჯეტისთვის, ისე არჩევნებისთვის.


„ეს პროცესი ღია უნდა იყოს. არც ერთი სერიოზული ინვესტორი არ იყიდის არც რკინიგზის, არც გაზსადენის 15-20 პროცენტს. ამით მხოლოდ საეჭვო ინვესტორები დაინტერესდებიან. სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოა“, - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა და დაამატა, რომ პარტია ხელისუფლებების მიერ კანონის მიღების წინააღმდეგი არაა და მის მიღებას მიესალმება. მაგრამ მის ნაკლოვანებას წარმოადგენს ის, რომ ობიექტების გასხვისება არასწორი მექანიზმებით ხდება, ამიტომ ისინი მოითხოვენ, რომ ხელისუფლებებმა მიიღონ კანონი, რომლის მიხედვითაც ამ ეტაპზე გარკვეული პერიოდით გამოცხადდება სტრატეგიული ობიექტების გაყიდვისა და გასხვისების მორატორიუმი.


პარტია ასევე მის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხებს მოითხოვს.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3428.html
Posted by Drakula | 13 Sep 2011, 19:36 | News »
 

"პოლიტიკა: ალასანია: „ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებს ხელში ჩაიგდებენ ქვეყნები, რომლებიც მომავალში პრობლემებს შეგვიქმნის" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 December 2024
  • English Georgian