გარემო: საფრანგეთის ატომური ობიექტი აფეთქდა | World News | ||
ინფორმაცია, ატომურელექტრო სადგურ "მარკულზე" მომხდარი ავარიის შესახებ, ადგილობრივი სახანძრო სამსახურისგან გახდა ცნობილი. წინასწარი ინფორმაციის თანახმად, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც რადიაქტიური ნარჩენების შესანახს ხანძარი გაუჩნდა. ამ დროისათვის გაჟონვა არ დაფიქსირებულა, –განაცხადა ატომური ენერგიის კომისიის (CEA) პრესს–მდივანმა. შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სახანძროს თანამშრომლები მუშაობენ. აფეთქების შედეგად დაჭრილი ადამიანები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ატომური სადგური "მარკული"– საფრანგეთის ატომ–მრეწველობის ერთერთი ცენტრია. ატომური სადგური ქვეყნის სამხრეთით,მდინარე რონის სიახლოვეს, გარის დეპარტამენტში მდებარეობს. სადგურის მართვას ატიმური ენერგეტიკის კომისარიატი და კომპანია არევა ახორციელებს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3422.html
| |||
Posted by consul | 12 Sep 2011, 22:22 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.