საზოგადოება: ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი სასწავლო პროგრამა დაინერგება | Georgian News | ||
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი, ეროვნული სასწავლო პროგრამა ამოქმედდება. ის დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს გააცნო. როგორც მინისტრმა განაცხადა, ახალი სასწავლო პროგრამა 1–6 კლასზეა გათვლილი, ხოლო მომავალი წლიდან ის დანარჩენ კლასებიც დაინერგება. მისი თქმით, ამ სასწავლო წელს 1–7 კლასებში მოსწავლეები ახალი გრიფირებული წიგნებით ისწავლიან, რომლებიც 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება. სოციალურად დაუცველ ბავშვები წიგნებს უფასოდ მიიღებენ, ხოლო დანარჩენებისთვის წიგნების ფასი 10 ლარს არ გადააჭარბებს. ამასთან ერთად, მიმდინარე წელს, ყველა პირველკლასელი და მათი დამრიგებლები პრეზიდნეტისგან საჩუქარს–პერსონალურ კომპიუტერებს მიიღებენ, რომლებზეც ჩაწერილი იქნება სასკოლო პროგრამა. "ასევე, მიმდინარე წლიდან, დანერგილი იქნება ელექტრონული ჟურნალებიც. მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა ყურადღება მიაქციონ მათი შვილების სწავლას. სკოლებში მონაცემთა ელექტრონული ბაზებიც დაინერგება, რომელთა მართვაც მომავალში ელექტრონულად განხორციელდება"–აღნიშნა შაშკინმა. მინისტრის თქმით, ქართული ენის სახლები შეიქმნება, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები ქართულ ენას შეისწავლიან. ამავე წელს იგეგმება უცხოური ენის სწავლების გაძლიერებაც. ამ მიზნით ხელისუფლებამ დამატებით 1500 მოყვარული–პედაგოგი უცხოეთიდან მოიწვია. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3421.html
| |||
Posted by consul | 12 Sep 2011, 22:21 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.