კრიმინალი: დედამიწაზე ყველაზე მეტი მკვლელობა სამხრეთ ამერიკაში ხდება | World News | ||
დედამიწაზე ყველაზე მეტი მკვლელობა სამხრეთ ამერიკის მეგაპოლისებში ხდება. "Евразия.net –ის" ინფორმაციის თანახმად, ვენესუელას დედაქალაქი კარაკასი მკვლელობების მხრივ მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქებში ლიდერობს. 2010 წელს დაფიქსირებული იქნა 233 მკვლელობა 100 ათას ადამიანზე. სამხრეთ ამერიკის სხვა მეგაპოლისებში სიტუაცია შედარებით უკეთესადაა. კონტინენტზე მსოფლიოს ყველაზე საშიში ქალაქებია განლაგებული. გვამეტელში, იგივე სახელწოდების სახელმწიფოს დედალაქალაქში, წელიწადში 100 ათას მოსახლეზე 90 მკვლელობა ხდება, რიო–დე–ჟანეიროში 35, სანტიაგოში–17. შედარებისთვის: ევროპის უმსხვლეს ქალაქებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ ერთიდან სამამდე მერყეობს, ხოლო ლონდონს, პარიზს და რომს შეიძლება ვუწოდოთ მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო მეგაპოლისები. ევროპული დედაქალაქებიდან ყველაზე მშვიდ ქალაქად ლისაბონი მიიჩნევა, სადაც 100 ათას ადამიანზე მხოლოდ 0,6 მკვლელობის შემთხვევა ხდება. პოდსაბჭოურ მოსკოვში(6,9) და სანტ–პეტერბურგში (7,8) კრიმინალური მდგომარეობა უფრო ცუდადაა. ერევანში ეს ციფრი 2,1 შეადგენს, ხოლო ბაქოში–5,6 და ანკარაში–5,0. რაც შეეხება თბილისს, საქართველოს დედაქალაქი საერთოდ ვერ მოხვდა ამ ქალაქების სიაში. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3395.html
| |||
Posted by consul | 09 Sep 2011, 21:27 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.