ეკონომიკა: სააკაშვილი: „რუსული ბაზარი არასდროს გახდება ძირითადი ქართული პროდუქციისათვის“ | Georgian News | ||
საქართველოს პრეზიდენტი რუსულ ბაზარზე ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების დაბრუნების აუცილებლობას ვერ ხედავს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს პოლონეთში თავისი ვიზიტის დროს განუცხადა. სააკაშვილის თქმით, საქართველო უკვე არ არის დამოკიდებული რუსეთზე და იგი არასდროს გახდება ძირითადი ბაზარი ქართული პროდუქციისათვის. მან აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ გამოცხადებულმა ემბარგომ საქართველოს ექსპორტის დივერსიფიკაციაში დაეხმარა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პრინციპი მარტივია: „ის, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ქართული მინერალური წყლებისა და ღვინოებისათვის თავისი ბაზარი გახსნას, თუ ისინი შესაბამის სტანდარტებს უპასუხებს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3388.html
| |||
Posted by Drakula | 09 Sep 2011, 21:20 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.