ეკონომიკა: "გაზპრომი" ჩეხეთს გაზს მიაწოდებს | ![]() | Business & Economics | |
![]() გარიგების საფასური ჯერჯერობით არ სახელდება. პრეს-რელიზის კომპანიების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე ხელშეკრულების თაობაზე არაფერი არ გამოქვეყნებულა. დღეისათვის "გაზპრომს" ჩეხეთშისთვის გაზის მიწოდების თაობაზე კონტრაქტი აქვს, რომელიც 2035 წლამდე იმოქმედებს. ამსი გარდა, 2006 წლის მარტში, " გაზპრომ ექსპორტმა" "ვამექსთან" გააფორმა ხელშეკრულება საბოლოო მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების თაობაზე. ამასთან ერთად "ვამექსის" მეშვეობით მიმდინარეობს მცირე რაოდენობის გადაზიდვა:სულ ჩეხეთში 2010 წელს ექსპორტირებული იქნა 8,6 მილიარდი კუბამეტრი გაზი, ხოლო საბოლოო მომხმარებლებს "გაზპრომმა" 0,5 მილიარდი მიჰყიდა. "გაზპრომი" ევროპის ბევრ ქვეყანაში ცდილობს კომპანიების შესყიდვას, რადგან გაზის მისყიდვა საბოლოო მომხმარებლებისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე საწვავის მიწოდება ამა თუ იმ ქვეყნის საზღვრამდე. ევროპაში "გაზპრომის" ექსპანსიისთვის წინააღმდეგობის გაწევას საკანონმდებლო ზომებით ცდილობენ, რომელბიც მომპოვებელ კომპანიებს გაზგამანაწილებელი ქსელი ქონას ურძალავს. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3383.html
| |||
Posted by consul | 08 Sep 2011, 20:13 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.