aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: ლიბიის ხელისუფლებამ სამოქალაქო ომის მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა გაიგო World News  World News 
ლიბიის ეროვნული, გარდამავალი საბჭოს ჯანდაცვის მინისტრმა, ნადჟი ბარაკატმა განაცხადა, რომ სამოქალაქო ომის შედეგად, ორივე მხრიდან 30 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, 50 ათასზე მეტი ადამიანი დაიჭრა და დაახლოებით 4 ათასი უგზო-უკვლოდა დაკარგულადაა  გამოცხადებული, ამის შესახებ agence-france-presse იწყება.



მინისტრის თქმით, მისი შეფასება მთელი ქვეყნის მასშტაბით, საავადმყოფოების დოკუმენტებს, ადგილობრივი
 ხელისუფლების დასკვნებსა და მეამბოხეთა ჯგუფების კომანდირების ინფრომაციას ეყრდნობა.
ბარაკატმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ციფრი მხოლოდ მიახლოებითია. დაღუპულთა , დაჭრილთა და დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა რამოდენიმე კვრის შემდეგ, ინფრომაციის დეტალური ანალიზის შემდეგად გახდება ცნობილი.


დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან სპეციალური მაძიებელთა ჯგუფი რეგულარულად პოულობს 
მასობრივ სამარხებს. როგორც მინისტრმა განაცხადა, ძმათა სასაფლაოდან გვამი ამოღებული იქნება და შეძლებისდაგვარად 
მოხდება მათი იდენტიფიკაცია და ნათესავებისთვის გადაცემა.


დაღუპულთა ზუსტი რაოდენობისა და ვინაობის გასაგებად ახალ ხელისუფლებას რელიგიური მოღვაწეების იმედი აქვს: 
 სავარაუდოა, რომ ინფრომაცია დაკარგულთა და დაღუპულთა  შესახებ მეჩეთებში შეგროვდება, ხოლო შემდეგ წარედგინება  ხელისფლებას. ყველაზე მეტი  სამუშაოს ამ მიმართულებით, ქალაქ მისურატში განხორციელდება, რომელმაც ორთვიანი სისხლიანი ალყა გადაიტანა. წინასწარი ინფრომაციის თანახმად, მარტო ამ დასახლებულ პუნქტში გარდაიცვალა 2 ათასამდე ადამიანი.


 ძებნა შეეხება არა მხოლოდ მუამარ კადაფის მოწინააღმდეგეებს, არამედ მის მომხრეებსაც. ბარაკატას შეფასებით, დაღუპულთა ნახევარი ხელისუფლების დამარცხებული არმიის ჯარისკაცები და ოფიცრებია.


 ლიბიაში სამოქალაქო ომი 2011 წლის თებერვალში დაიწყო. ძირითადი ბრძოლები აგვისტოს ბოლოს, ტრიპოლის აღებისას გაიმართა. თუმცა ქვეყნის  ცენტრიდან სამხრეთით ჯერ კიდევ რჩებიან კადაფის მომხრეები, რომლის გამოც შესაძლოა ლიბიის გარდამავალი საბჭოს სამხედრო ერთეულებს ლოალისტებთან ბრძოლა მოუწიოს.
Source - lenta.ru

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3381.html
Posted by consul | 08 Sep 2011, 20:12 | News »
 

"საზოგადოება: ლიბიის ხელისუფლებამ სამოქალაქო ომის მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა გაიგო" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 December 2024
  • English Georgian