aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: ევროპელთა ნახევარზე მეტი ფსიქიკურად არაჯანმრთელია World News  World News 
სპეციალისტებმა დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან გაარკვიეს, რომ 164 მლნ ევროპელს, რაც ევროპის მოსახლეობის თითქმის 40%-ს შეადგენს, სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობა აწუხებს. სოციოლოგებმა ყველაზე გავრცელებული დაავადებების სია შეადგინეს, წერს გერმანული გამოცემა Spiegel.



დაავადებათა მნიშვნელოვანი ნაწილი ნარკომანიითა და დეპრესიით არის გამოწვეული, რომლებიც უკვე მრავალი წელია არყევს ევროპას. ევროკავშირის 30 ქვეყნის, ასევე ნორვეგიის, ისლანდიისა და შვეიცარიის მოქალაქეების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების გაანალიზების შემდეგ გერმანელი სოციოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ევროპელთა 40%-მა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ფსიქიატრებს.


მკვლევარებმა შეადგინეს იმ ძირითადი ფსიქიკური დაავადებების სია, რომლებიც ევროპის მაცხოვრებლებს აწუხებთ. ევროპელთა 14%-ს მუდმივად აწუხებს შიშის შეტევები, რომლებიც ხშირად უსაფუძვლოა. ევროპის მოქალაქეთა 7%-ზე მეტს გახანგრძლივებული დეპრესიები და უძილობა აწუხებთ, დაახლოებით 4%-ს - ალკოჰოლური და ნარკოტიკური დამოკიდებულებები. ამას გარდა, 17 წლამდე ევროპელ მოზარდთა 5% პირდაპირი გაგებით ჭკუიდან იშლება მშობლებისა და თანატოლების მხრიდან ყურადღების დეფიციტის გამო, ხოლო ხანშიშესული ადამიანების 30%-ს შეენიშნებათ დემენცია - მეხსიერების ასაკობრივი დაკარგვა, ცხოვრებისადმი ინტერესის შემცირება, ბებრული ჭკუასუსტობა.


ასეთი სევდიანი სტატისტიკის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გერმანელი მეცნიერები ევროპის უმრავლეს ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების შედარებით დაბალ დონეს ასახელებენ. როგორც ექსპერტებს მიაჩნიათ, ხელისუფლებებმა მოსახლეობას სიმპტომებზე, და რაც მთავარია, ამა თუ იმ ფსიქიკური დაავადების მკურნალობის მეთოდების შესახებ ინფორმაცია უკეთ უნდა მიაწოდონ. გარდა ამისა, როგორც მკვლევარები ამბობენ, ავადმყოფებს ხშირად თავად არ სურთ ან შიშობენ იმის აღიარებს, რომ ჯანმრთელობასთან პრობლემები აქვთ. იმ ევროპელთა მხოლოდ მესამედი, რომლებსაც ფსიქიკური დაავადებები აწუხებთ, რეგულარულად დადის ექიმებთან.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3378.html
Posted by Drakula | 08 Sep 2011, 20:08 | News »
 

"ეს საინტერესოა: ევროპელთა ნახევარზე მეტი ფსიქიკურად არაჯანმრთელია" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 December 2024
  • English Georgian