ეკონომიკა: გვასალია: HSBC-ის წასვლით ქართულმა საბანკო სექტორმა არაფერი დაკარგა | Business & Economics | ||
მსოფლიო საბანკო გიგანტის - HSBC-ის საქართველოდან წასვლით ქართულმა საბანკო სექტორმა არაფერი დაკარგა, აცხადებენ საქართველოს ბანკების ასოციაციაში. საქართველოდან თავისი წასვლის მიზეზად უმსხვილესმა ბრიტანულმა საბანკო ჯგუფმა გლობალური სტრატეგია დაასახელა. საქართველოს ბანკების ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ გვასალია აცხადებს, რომ იმისათვის, რომ HSBC საქართველოში სერიოზული ბანკი გამხდარიყო, მას სერიოზული კონკურენცია უნდა გაეწია ძირითადი მოთამაშეებისათვის ადგილობრივ ბაზარზე, ამისათვის კი დიდი კაპიტალდაბანდებებია საჭირო. გვასალიას თქმით, შესაძლოა ბანკი მიხვდა, რომ საქართველოში ასეთი კონკურენციის გაწევა მისთვის რთული იქნებოდა. ამასთან, მას მიაჩნია, რომ HSBC-ის წასვლა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ცუდი საინვესტიციო გარემო გვაქვს, ვინაიდან გლობალური სტრატეგიის გამო იგი პოლონეთიდანაც მიდის. საინვესტიციო კომპანია „კავკასუს ფაინეიშელის“ ხელმძღვანელის ლევან სურგულაძის თქმით, ნაკლებსავარაუდოა, რომ HSBC-ის წასვლა ქართულ საბანკო სექტორს ზიანს მიუყენებს. მან აღნიშნა, რომ ბანკი მხოლოდ რამდენიმე კორპორატიულ კლიენტს ემსახურებოდა. თუმცა ექსპერტს მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ იგი ბაზარზე დარჩებოდა. 2011 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში HSBC-ის მოგებამ 2 200 ათასი ლარი შეადგინა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3361.html
| |||
Posted by Drakula | 07 Sep 2011, 19:47 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.