საზოგადოება: „ევროპელი დემოკრატები“: მარტოხელა პენსიონერებს სოციალური შეღავათები უნდა ჰქონდეთ | Georgian News | ||
„ევროპელ დემოკრატებს“ მიაჩნიათ, რომ მარტოხელა პენსიონერები სოციალური შეღავათებით უნდა სარგებლობდნენ. როგორც დღეს, 7 აგვისტოს, პრეს-კონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლიკა ნაღებაშვილმა განაცხადა, საქართველოში დღეისათვის დაახლოებით 800 000 პენსიონერია, მათგან 2 300 მარტოხელაა, რომელთა დიდი ნაწილი მიზერული პენსიის ხარჯზე ცხოვრობს. „ისინი გათანაბრებულები არიან პენსიონერებს ასაკის მიხედვით და იგივე პენსიას იღებენ. მოქმედი კანონმდენლობით მარტოხელა ადამიანი, რომელმაც 2007 წელს საპენსიო ასაკს მიაღწია, უკვე აღარ სარგებლობს იმ შეღავათებით, რომლებიც მოქალაქეთა ამ კატეგორიისთვის იყო დაწესებული, მათ შორის სოციალური პროგრამებითაც. ეს გულწრფელი დისკრიმინაცია და არაჰუმანური მიდგომაა ამ ადამიანების მიმართ, რამდენადაც ისინი სახელმწიფოს გარდა სხვაზე ვერავისზე დაამყარებენ იმედს“, - განაცხადა ნაღებაშვილმა. ამ უსამართლობისა და აშკარა გაურკვევლობის აღმოფხვრის მიზნით „ევროპელი დემოკრატები“ სთავაზობენ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივას და მოითხოვენ, რომ მარტოხელა პენსიონერები, მიუხედავად იმისა, თუ როდის მიაღწიეს საპენსიო ასაკს, სარგებლობდნენ იმავე სოციალური შეღავათებით, რომლებითაც 2007 წლამდე დარეგისტრირებული მარტოხელა პენსიონერები სარგებლობენ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3359.html
| |||
Posted by Drakula | 07 Sep 2011, 19:46 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.