გარემო: პაკისტანში წყალდიდობამ უსახლკაროდ 5 მლნ ადამიანი დატოვა | World News | ||
პაკისტანის სამხრეთით მომხდარმა წყალდიდობამ 5 მილიონზე მეტი ადამიანი დატოვა უსახლკაროდ. ამის შესახებ Sky News იუწყება. სტიქიის ცენტრი პროვინცია სინდი გახდა. წყალდიდობის შედეგად 130 ადამიანი გარდაიცვალა, განაცხადა პაკისტანის საგანგებო სიტუაციების უფროსმა ზაფარ კადირმა. მაშველები ვარაუდობენ, რომ დაზარალებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ადამიანთა უმრავლესობა სახლების დანგრევისა გამო გარდაიცვალა. ამის გარდა, წყალდიდობამ პაკისტანში სერიოზული საფრთხე შექმნა, რადგან თითქმის მთლიანად გაანადგურა მოსავალი, მაშინ როდესაც სოფლის მეურნეობა ძალიან ბევრი პაკისტანელისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ასევე, პაკისტანში ეპიდემიის გაჩენის ძალიან დიდი ალბათობა არსებობს- ხელისუფლება დატბორილ რეგიონებში ტიფისა და მალარიის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა კამპანიებს ახორციელებს. პენჟაბში რამოდენიმე ათას ადამიანს დაუფიქსირდა ციებ-ცხელება. 2010 წელს პაკისტანში ძლიერი წყალდიდობის შედეგად 2 ათასამდე ადამიანი დაიღუპა და 10 მილიონი უსახლკაროდ დატოვა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3356.html
| |||
Posted by consul | 07 Sep 2011, 19:43 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.