ეკონომიკა: საქართველოს მთავრობა ქვეყანაში წარმოებადი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდას გეგმავს | World News | ||
უცხოურ ბაზრებზე არსებული ტექნიკური ბარიერების დაძლევის მიზნით საქართველოს მთავრობა ქვეყანაში წარმოებადი პროდუქციისა და მომსახურების კონკურენტუნარიანობის გაზრდას გეგმავს, რისთვისაც უნდა განხორციელდეს ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი ეტაპობრივი დაახლოება საერთაშორისო ნორმებთან. 2012-2015 წლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აღნიშნული მიზნის მიღწევის მიზნით, რამდენიმე ღონისძიების ჩატარებას გეგმავს. მათ შორის, უახლოესი სამი წლის განმავლობაში განხორციელდება პარტნიორ ქვეყნებთან გარე სავაჭრო ბრუნვისა და ურთიერთობების რეგულარული ანალიზი, რისი მიზანიც იქნება რეკომენდაციების შემუშავება გარე სავაჭრო ბრუნვის სტრუქტურული გაუმჯობესებისა და სავაჭრო რეჟიმების განვითარებისათვის. ამასთან ერთად, დაგეგმილია ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობების, ასევე პრეფერენცირებული რეჟიმების განვითარება და საერთაშორისო დონეზე სახელმწიფო ეტალონების მისაწვდომობის უზრუნველყოფა. როგორც დოკუმენტ „ქვეყნის ძირითადი მონაცემებები და მიმართულებები 2012-2015 წლებისთვის“ პირველად ვარიანტშია აღნიშნული, უახლოესი სამი წლის განმავლობაში მოხდება ეტალონური ლაბორატორიების აღჭურვა ქვეყნის პრიორიტეტულ სფეროებში, საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის მენეჯმენტის სისტემების დანერგვა და საერთაშორისო დონეზე მათი აღიარების მიღწევა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ განხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის შემდგომი ინტეგრაცია შესაბამის საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3352.html
| |||
Posted by Drakula | 07 Sep 2011, 19:39 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.