ეკონომიკა: HSBC საქართველოდან მიდის | ![]() | Business & Economics | |
![]() ქართული ბაზრიდან წასვლა არის ლოგიკური გაგრძელება HSBC-ის გადაწყვეტილებისა პოლონეთსა და რუსეთში საცალო ბიზნესის დახურვის შესახებ, ნათქვამია განცხადებაში. HSBC-ის მფლობელობაში მყოფი კომპანია "HSBC საქართველოს“ დახურვის პროცესი ბიზნესის მომსახურების შეჩერებით დაიწყება. მიუხედავად ამისა, კონტრაქტების მიხედვით ყველა ვალდებულება ბოლომდე შესრულდება. „HSBC საქართველოს“ საბოლოო დახურვა 2012 წლის დასაწყისისთვის იგეგმება. დარჩენილ დროში უზრუნველყოფილი იქნება კლიენტთა გადასვლა სხვა საბანკო სისტემებში. როგორც „HSBC საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა გაი ლუისმა განაცხადა, ბანკი არასრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობდა და, მიუხედავად ქვეყანაში ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა, ქართული ბაზრიდან უმტკივნეულო წასვლის დრო მოვიდა. „ამისათვის ჩვენ დროულად ვაწოდებთ ინფორმაციას ბანკის დახურვის შესახებ მარეგულირებელ კომისიებს და მადლობას ვუხდით ყველა პარტნიორს საქართველოში თანამშრომლობისათვის“, - აღნიშნა მან. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3350.html
| |||
Posted by Drakula | 07 Sep 2011, 19:37 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.