ეკონომიკა: ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 5%-ით შემცირდა | Business & Economics | ||
ბიზნესისა და დასაქმების კომიტეტის თავმჯდომარისთვის ლაშა ახალაძისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის მაჩვენებლის 5 პროცენტით შემცირება. მისი თქმით, ამგვარი ცვლილება შესაძლოა შარშანდელი მაჩვენებლის არასწორი დათვლის შედეგია. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2011 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 371.3 ათასიდან 352.1 ათას ადამიანამდე, ანუ 5.12 პროცენტით შემცირდა. „წინა წლის მეორე კვარტლის შემდეგ ქვეყანაში ისეთ მოვლენას არ ჰქონია ადგილი, რომელიც ესოდენ მასიურ შემცირებას გამოიწვევდა. არც ერთი მსხვილი საწარმო არ დახურულა. ასე რომ, მოცემული რიცხვები არარეალურად მეჩვენება“, - აღნიშნა ახალაძემ. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3349.html
| |||
Posted by Drakula | 06 Sep 2011, 18:13 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.