მეცნიერება-ტექნოლოგიები: ჩინელები დედამიწისკენ ასტეროიდს „მოიზიდავენ“ და იგი პლანეტის ახალი თანამგზავრი გახდება | World News | ||
ცინხუას უნივერსიტეტის ჩინელ მეცნიერთა აზრით, ჩვენს პლანეტას ახალი ბუნებრივი თანამგზავრი უნდა გაუჩნდეს. ამისათვის ისინი აპირებენ დედამიწისკენ ერთ-ერთი ასტეროიდი „მოიზიდონ“, რომელმაც შემდეგ დედამიწის ახლო ორბიტაზე თავის ადგილი უნდა დაიკავოს. აღსანიშნავია, რომ ასტრონომთა გაანგარიშებებით, ამჟამად იმ 6000 ციური სხეულიდან, რომლებიც მკვლევარებს აინტერესებთ, დედამიწას არც ერთი არ „აედევნება“, ამიტომ მეცნიერები 2008EA9 სახელწოდების მქონე პატარა 10 მეტრიანი ასტეროიდის ბუქსირით წამოთრევას აპირებენ. 2049 წელს აღნიშნულმა ასტეროიდმა დედამიწიდან დაახლოებით 1 მილიონი კილომეტრის მანძილზე უნდა ჩაიქროლოს. თავიანთი პროექტის წარმატებული რეალიზაციისათვის მეცნიერებს 2008EA9 ასტეროიდის მოძრაობის ოდნავ „შესწორება“ სურთ იმისათვის, რომ შედეგად იგი დედამიწის პლანეტარულ ორბიტაზე გავიდეს. ჩატარებული გამოთვლები აჩვენებს, რომ ამისათვის აუცილებელია ასტეროიდის ფრენის სიჩქარის შეცვლა წამში 410 მეტრამდე. მეცნიერთა თქმით, დედამიწის ახლო ორბიტანზე მოძრავი ასტეროიდის არსებობა საშუალებას მისცემს მათ გულმოდგინედ შეისწავლონ იგი, გამოიკვლიონ, შემდეგ კი მოიპოვონ სასარგებლო წიაღისეული, თუმცა ასეთ პატარა ობიექტზე მათი კონცენტრაცია უკიდურესად პატარაა, ხოლო მასზე რაიმე ეკზოტიკურის პოვნის იმედი მეცნიერებს საერთო არა აქვთ. ამჟამად სპეციალისტები საუბრობენ იმაზე, რომ ტექნიკურად ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ იგი უზარმაზარ ფულად სახსრებს საჭიროებს. რაც შეეხება შიშებს იმის თაობაზე, რომ გამოთვლებში რაიმე შეცდომების შედეგად ასტეროიდი 2008EA9 უბრალოდ დედამიწაზე ჩამოვარდება, ასეთი ვარაუდები, ცხადია, ასევე ითქმის. ექსპერტთა შეფასებებით, თუ ეს მოხდება, მაშინ დედამიწაზე ასტეროიდის დაცემა გამოიწვევს სერიოზულ შედეგებს რეგიონალურ დონეზე, მაგრამ გლობალური მასშტაბის კატასტროფაზე საუბარი არ არის. Source - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3345.html
| |||
Posted by Drakula | 06 Sep 2011, 18:09 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.