aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: საქართველოს შიდა ტურიზმი 40%-ით გაიზარდა Georgian News  Georgian News 
წელს საქართველო 3 მილიონ ტურისტს ელოდება, რაც შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით 54%-ით მეტია. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაახლოებით იგივე ზრდა შეინიშნა შიდა ტურიზმშიც. ბოლო მონაცემებით, წელს საქართველოს კურორტებზე უკვე დაახლოებით 900 ათასმა ადამიანმა დაისვენა, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით მეტია.



ტურისტთა ნაკადის უდიდესი ზრდა აჭარაში დაფიქსირდა, სადაც, დეპარტამენტის მონაცემებით, უკვე მემილიონე ტურისტი დარეგისტრირდა. მათგან 626 ათასი ადგილობრივი დამსვენებლები იყვნენ. ეს თითქმის 99%-ით მეტია, ვიდრე 2010 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელი.


ტურისტთა ნაკადის ზრდას საქართველოს რკინიგზის მონაცემებიც ადასტურებს. მათი სტატისტიკით, წელს რკინიგზამ მგზავრთა რეკორდული რაოდენობა გადაიყვანა, თუმცა კონკრეტულ ციფრებს კომპანიაში ჯერ არ ასახელებენ. რკინიგზაში აცხადებენ, რომ იანვარ-ივლისში რკინიგზამ მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, ხოლო მგზავრთა გადაყვანის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 5.5 მლნ ლარს გადააჭარბა. აგვისტოს შედეგების მოყვანა ჯერ არ დასრულებულა.


შარშან მთელი საკურორტო სეზონის მანძილზე 700 ათასი მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც იმ ეტაპზე რეკორდული მაჩვენებელი იყო. მგზავრთა ნაკადის ზრდა, თუმცა არც ისეთი მასშტაბით, ავტობუსების სეგმენტშიც ფიქსირდება.


როგორც ავტოსადგურ „ოკრიბაზე“ აცხადებენ, წინასწარი მონაცემებით ამჟამინდელი საკურორტო სეზონის მანძილზე მგზავრთა რაოდენობა შარშანდელ სეზონთან შედარებით 15 პროცენტით გაიზარდა.


ამავე დროს, ექსპერტთა ნაწილი წელს ტურისტების დეფიციტის შესახებ საუბრობს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება მთავრობა. ოფიციალური სტატისტიკით, ივლისის პერიოდისთვის საქართველოში უკვე იმყოფებოდა 1.5 მლნ ტურისტი და ამდენივეა მოსალოდნელი წლის ბოლომდე.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3342.html
Posted by Drakula | 06 Sep 2011, 18:02 | News »
 

"ეკონომიკა: საქართველოს შიდა ტურიზმი 40%-ით გაიზარდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 15 November 2024
  • English Georgian