ეს საინტერესოა: ევროპელებს მწერების ჭამა უნდა აიძულონ | World News | ||
ევროპელმა დიეტოლოგებმა იპოვეს იაფი, ეკოლოგიური და ეფექტური ბრძოლის ხერხი კვების კრიზისის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოს ემუქრება. მათ აღმოაჩინეს კალციუმის, პროთეინის წყარო, რომელიც ცხიმების მინიმუმს შეიცავს. საუბარია მწერებზე, წერს The Daily Mail. სპეციალისტები ბრიუსელიდან გამოვიდნენ ოფიციალური რეკომენდაციებით და ახლა, შესაძლოა, ევროკავშირს ნამდვილი კულინარიული რევოლუცია ელის. ევროკომისიამ შესთავაზა 2.65 მილიონი ფუნტის (4 მილიონზე მეტი დოლარის) დაბანდება პროექტში, რომელიც მწერების მოხმარებს ასტიმულირებს. ამას გარდა, საკვები სტანდარტების ბრიტანულმა სააგენტომ მიიღო მითითება გამოიკვლიოს და დაადგინოს, როგორ შეიძლება მწერების საკვების სახით უფრო პოპულარულად გახდომა. ერთმა გამოკვლევამ აჩვენა: კუტკალიები 20% პროთეინებს და მხოლოდ 6% ცხიმებს შეიცავენ. ეს კი სამარხო საქონლის ფარშია - 24% პროთეინები და 18% ცხიმები. ექსპერტებს მოუწევთ გარკვევა, რამდენად უსაფრთხოა მწერები ალერგიით დაავადებული ადამიანებისათვის და კერძოდ როგორი სახეობის პროთეინების პოვნა შეიძლება მათში. კერძოდ, შესაბამისი გამოკვლევით დაკავდება მეცნიერთა ჯგუფი ვაგენინგენის უნივერსიტეტიდან პროფესორ მარსელ დიკეს ხელმძღვანელობით. მისი თქმით, 2020 წლისთვის მწერები პროდუქტების მაღაზიათა თაროებზე უნდა გამოჩნდნენ. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მაგალითად, პარკის ჭიის მატლებს, ისევე როგორც ფუტკრებს, ყველა შანსი აქვთ, შესანიშნავი დასაყოლებელი გახდნენ. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3341.html
| |||
Posted by Drakula | 06 Sep 2011, 18:02 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.